ვაკანსიის დეტალები

ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი

I'm Georgia
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

I'm Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ტურისტული კომპანია I`m Georgia ეძებს ივრითულენოვან შემომყვან ტურიზმის მენეჯერს.

ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ისრაელიდან სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში.

სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო დღეები: კვირა – ხუთშაბათი;
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00;
დასვენების დღეები: პარასკევი და შაბათი.

მოვალეობები:
  • ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა;
  • ივრითულენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია ებრაულ ენაზე - საწყისი ეტაპიდან ტურის დასრულებამდე;
  • ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია;
  • ჯავშნების მართვა, ვაუჩერებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
  • გიდებთან, პარტნიორებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტების მხარდაჭერა ტურისტული მოგზაურობის განმავლობაში.

მოთხოვნები:
  • ებრაული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;
  • ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ტურიზმის სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა გამოცდილების მქონე კანდიდატები იქნებიან პრიორიტეტული.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • შესაძლებლობას, შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები;
  • კონკურენტულ ხელფასსა და ბონუსების სისტემას;
  • გრაფიკს, რომელიც ემთხვევა ისრაელის სამუშაო კვირას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@iamgeorgia.com.ge

წერილის თემაში მიუთითეთ: „ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი“.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე