ვაკანსიის დეტალები

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

აჭარა ტექსტილი
ბათუმი
ბოლო ვადა: 18.11.2026

აჭარა ტექსტილი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ინვენტარიზაციის სპეციალისტი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „აჭარა ტექსტილი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწარმოში ძირითადი საშუალებებისა და მარაგების რეგულარული ინვენტარიზაციების დაგეგმვა, მათი ჩატარების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი;
  • ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი. ფიზიკურ და პროგრამულ ნაშთებს შორის აცდენის აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა და მიზეზის დადგენა;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პასუხისმგებელ პირებთან გავლა და დოკუმენტირება;
  • ინვენტარიზაციის პროცესის გამართვასა და დახვეწაში მუდმივი ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა;
  • საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel);
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • ბუღალტრული პროგრამის (ორისი) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • სისწრაფე და მოქნილობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Akaki.buadze@ajaratextile.com
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი - ინვენტარიზაციის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე