კომპანია DG ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში მიღებული კონტეინერის მითვლა, აღწერა, დოკუმენტირება.
- ფილიალებიდან ჩამოწერილი პროდუქციის საწყობში მიღება და მითვლა;
- პროდუქციის აღწერა დადგენილი პერიოდულობით;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- მცირეფასიანი და ძირითადი საშუალებების ინვენტარიცაზია გეგმის შესაბამისად;
- პროდუქტის დახარისხება სახეობებისა და კოდების მიხედვით;
- დახარისხებული პროდუქციის ტერმინალის მეშვეობით აღრიცხვა;
- მუშაობის პროცესში დაზიანებული ან/და ვადა გადაცილებული პროდუქციის აღწერა;
- მიღებული შედეგების პროგრამული ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MS Excel-ის ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:
hr@dgholding.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!