შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: ინკასატორი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
პოზიციის მიზანი:
კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
ინკასაცია და სესხის მონიტორინგი:- კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;
- მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
- მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;
- ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი)
- ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);
- პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია;
სამეურნეო მოვალეობების შესრულება:
- ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი;
- წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
- კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა.
ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული
+ ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისათ დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი; + ავტომანქანის იჯარა - 200 ლარი ფიქსირებული; + მოზიდულ კლიენტებზე ბონუსი; + ულიმიტო სასაუბრო
სავალდებულო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება
შესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელბელ პირებთან პარალელურად.
უნარები:
- გუნდურობა
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სამუშაოს ორგანიზება
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული ორშაბათი - პარასკევი 10:00 სთ - 18:00 სთ, შაბათი 10:00 სთ - 14:00 სთ
ასევე შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმება 13:00 სთ-დან 18:30 საათამდე.
P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
express.capital.plus@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ინკასატორი“ . სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!