ვაკანსიის დეტალები

კლიენტთა თანხლების მენეჯერი პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაში

Еuropean village
ბათუმი
ბოლო ვადა: 13.11.2026

Еuropean village აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე კლიენტთა თანხლების მენეჯერი პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაში — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

European Village აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე კლიენტთა თანხლების მენეჯერი პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაში

European Village — ელიტარული ბრენდული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში, Wyndham Hotels & Resorts-ისა და Best Western-ის პარტნიორი.

ვაკანსია ითვალისწინებს ბათუმში გადასვლას და რელოკაციის პაკეტს!

სამუშაო პირობები
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ოფიციალური full-time ფორმატი
  • სამუშაო გრაფიკი: 5/2, 10:30-დან 19:30 საათამდე
  • სამუშაო ადგილი: თანამედროვე ოფისი ბათუმში (გონიო)
  • ანაზღაურება: 1 000 $-დან თვეში

ძირითადი მოვალეობები
  • კლიენტების მხარდაჭერა და თანხლება ტრანზაქციის/ყიდვის შემდგომ ეტაპზე
  • კონსულტაციის გაწევა პროექტების, მშენებლობის ეტაპებისა და ტრანზაქციების სტატუსის შესახებ
  • ტრანზაქციების რეგისტრაციის, საბანკო ანგარიშების გახსნის, მინდობილობების გაფორმებისა და სხვა კლიენტური პროცესების ორგანიზება
  • CRM სისტემასთან, დოკუმენტბრუნვასთან და შიდა რეპორტინგთან მუშაობა
  • შეხვედრების ორგანიზება და კლიენტების თანხლება ობიექტებზე
  • სპეციალური შეთავაზებების მომზადება და განმეორებით გაყიდვებში მონაწილეობა

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ
  • კლიენტთა მომსახურების / მხარდაჭერის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება
  • უძრავი ქონების, საბანკო, საავტომობილო ბიზნესის ან premium-სეგმენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • მნიშვნელოვანი უნარები: გამართული კომუნიკაცია, კლიენტზე ორიენტირებულობა, სისტემური აზროვნება და არასტანდარტული ამოცანების სწრაფად გადაჭრის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: m.lolua@europeanvillage.info
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577243567


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე