ვაკანსიის დეტალები

კლინიკის ადმინისტრატორი

Natali Group
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

Natali Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე კლინიკის ადმინისტრატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Natali Group-ის ახალი კონცეფციის ესთეტიკური მედიცინის კლინიკის პროექტისთვის ვეძებთ პროფესიონალ, მოწესრიგებულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ Clinic Administrator-ს.

ძირითადი პასუხისმგებლობები
  • პაციენტებისა და სტუმრების მაღალი სტანდარტით მიღება;
  • ზარების, შეტყობინებებისა და ვიზიტების მართვა;
  • ექიმებისა და სპეციალისტების გრაფიკების კოორდინაცია;
  • პაციენტის ვიზიტის სრული პროცესის ორგანიზება;
  • მომსახურებების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
  • გადახდებისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • პაციენტის მონაცემებისა და კონფიდენციალურობის დაცვა;
  • კლინიკის მომსახურების სტანდარტისა და სტუმრის გამოცდილების კონტროლი.

მოთხოვნები
  • მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • კლინიკაში ან პრემიუმ მომსახურების სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: natali@natali.ge
კონტრაქტი: უვადო
მისამართი: 46 ი. აბაშიძის ქუჩა, თბილისი


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე