ვაკანსიის დეტალები

კლინიკის სამეურნეო სამსახურის უფროსი

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
თბილისი
ბოლო ვადა: 14.11.2026

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე კლინიკის სამეურნეო სამსახურის უფროსი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კლინიკაში სამეურენო სამსახურის უფროსის პოზიციაზე

მისამართი: საბურთალო, ვაჟა-ფშაველას ქ 76 ბ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლინიკის შენობის, ინფრასტრუქტურისა და საერთო სივრცეების სათანადო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • საინჟინრო-ტექნიკური სისტემების (ელექტროენერგია, წყალმომარაგება, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, კანალიზაცია და სხვ.) გამართულობის კონტროლი;
  • გენერატორის, სარეზერვო ელექტროსისტემებისა და სამედიცინო გაზების, მათ შორის ჟანგბადის სისტემის, ტექნიკური მზადყოფნის კონტროლი;
  • გეგმური სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სამეურნეო ინვენტარისა და მასალების საჭიროებების განსაზღვრა, შეკვეთისა და აღრიცხვის ორგანიზება;
  • დასუფთავების, ნარჩენების მართვისა და სხვა დამხმარე სამეურნეო სერვისების კოორდინაცია;
  • შესაბამისი დოკუმენტაციისა და ჟურნალების წარმოების კონტროლი;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამეურნეო, ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური და საინჟინრო საკითხების საბაზისო ცოდნა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;


ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და ფოტო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dtmcvacancy@gmail.com ასევე, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურში. ან დაგვიკავშირდით +99532800819


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე