კომპიუტერული კომპანია ITWorks აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
კომპიუტერების ტექნიკოსი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
ITWorks ეძებს კომპიუტერების ტექნიკოსს, რომელსაც კომპიუტერული ჰარდვერისა და სოფტვერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვს.
ძირითადი მოვალეობები:
კომპიუტერების აწყობა, განახლება და გამართულობის შემოწმება;
კომპიუტერებისა და მათი კომპონენტების დიაგნოსტიკა, გაუმართაობის მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა;
ოპერაციული სისტემების, დრაივერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და გამართვა;
BIOS-ის განახლება და პარამეტრების სწორად კონფიგურაცია;
სისტემის სტაბილურობის, წარმადობისა და ტემპერატურების ტესტირება;
კომპიუტერების გაწმენდა და თერმო პასტების შეცვლა.
საგარანტიო და არასაგარანტიო სერვისში შემოსული ტექნიკის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა;
მომხმარებლისთვის ტექნიკური საკითხების გასაგებად ახსნა და რეკომენდაციების მიცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
კომპიუტერული ჰარდვერისა და სოფტვერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
თანამედროვე პროცესორების, ვიდეო ბარათების, დედა დაფების, ოპერატიული მეხსიერებისა და სხვა კომპონენტების ცოდნა;
კომპონენტების თავსებადობის სწორად განსაზღვრისა და კომპიუტერის დამოუკიდებლად აწყობის უნარი;
ჰარდვერული და პროგრამული პრობლემების დიაგნოსტიკის პრაქტიკული გამოცდილება;
Windows-ის ინსტალაციის, გამართვისა და პრობლემების აღმოფხვრის ცოდნა;
სადიაგნოსტიკო და სტრესტესტის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების ინგლისურ ენაზე გაგების უნარი;
პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება;
სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
გუნდთან და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია.
უპირატესობად ჩაითვლება:
კომპიუტერულ სერვისში მუშაობის გამოცდილება;
Gaming და Workstation სისტემების აწყობისა და გამართვის გამოცდილება;
ლეპტოპების დიაგნოსტიკისა და მომსახურების ცოდნა;
ქსელებისა და ქსელური მოწყობილობების გამართვის საბაზისო ცოდნა;
კომპიუტერული ტექნოლოგიების სიახლეებისადმი ინტერესი და ცოდნის მუდმივად განახლების სურვილი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი / 78ა;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-20:00
ანაზღაურება: 1200-1500₾ ფიქსირებული / გამოცდილების მიხედვით + ბონუსი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: jobs@itw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: „კომპიუტერების ტექნიკოსი“. შეგიძლიათ CV-ს დაურთოთ თქვენი გამოცდილების მოკლე აღწერა — რა ტიპის სისტემებთან გიმუშავიათ და რა ტექნიკური პრობლემები გადაგიჭრიათ დამოუკიდებლად.