Manamo Home აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
კონსულტანტი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
საოჯახო ტექსტილის კომპანია „Manamo Home“ - აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში
რას გთავაზობთ ჩვენ:
კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს: 2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება 4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
პროდუქციის სტანდარტული წესით და ვიზუალურად მიმზიდველი განლაგების უზრუნველყოფა;
ახალი პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ფლობა;
მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
მაღაზიაში წესრიგისა და მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.