თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
კონსურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პოზიციის დასაკავებლად
კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით: შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართალი - ასოცირებული პროფესორი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან სამართლის მაგისტრის ხარისხი და სამეცნიერო/პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, ასევე:
შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართლის სფეროში, საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებისა და სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობის გამოცდილება;
შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართლის მიმართულებით კვლევებში და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს:
შესაბამისი მიმართულებით საკონსულტაციო გამოცდილებით;
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული იურიდიული განათლებით;
აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 18 დეკემბრიდან - 2026 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე, შერჩეულ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (ან საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება საჩვენებელი ლექცია);
კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 24 დეკემბრიდან - 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. კანდიდატის საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება2027 წლის 15 იანვარი.
შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. აკადემიურ პოზიციაზე არჩევა მოხდება 4 წლის ვადით.
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge