ვაკანსიის დეტალები

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ოზონ ჯორჯია
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

ოზონ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ოზონ სეიფთი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ვის ვეძებთ:
  • B2B გაყიდვების სფეროში, სისტემურ კომპანიაში აქტიური გაყიდვების გამოცდილების მქონე კანდიდატს;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
  • კანდიდატს, რომელსაც შეუძლია კლიენტის წინააღმდეგობებთან ეფექტურად მუშაობა;
  • მზადყოფნა კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად;
  • გაყიდვების გაფორმებისა და შემდგომი მართვის გამოცდილება;
  • 1C, ERP და CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება, ასევე დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დისციპლინირებულ, პასუხისმგებლიან და კეთილსინდისიერ თანამშრომელს;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

მოვალეობები:
  • კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია კლიენტებზე;
  • პროდუქტის ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა, რათა კლიენტის საჭიროებები და ამოცანები ეფექტურად გადაწყდეს;
  • გაყიდვების გაფორმება და შემდგომი მართვა;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და პოტენციური კლიენტების სეგმენტების ანალიზი;
  • ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვების შესაძლებლობების შექმნა;
  • მსხვილ და სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების ახალი არხებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურებების პროფესიონალურად წარდგენა და პრეზენტაციების ჩატარება;
  • კლიენტებისა და პროდუქციის ჯგუფების მიხედვით წლიური და ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
  • კომპანიის კორპორაციული კულტურისა და შიდა წესების დაცვა;
  • სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი და ფლობდეს B კატეგორიის მართვის მოწმობას.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ოფიციალურ დასაქმებას და საქართველოს შრომის კანონმდებლობის სრული დაცვით მუშაობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ხელფასი: გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე, ფიქსირებული 1800-2200 ლარი, შემდეგ ფიქსირებული + ბონუსი მოლაპარაკების შედეგად
  • სამუშაო ადგილს: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7ა;
  • სტაბილურ და საიმედო სამსახურს მზარდ კომპანიაში;
  • სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 – 18:00; საწვავის, მობილური კავშირის, პირადი ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას.

თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ozon.com.ua; Info@ozon.com.ua "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 501 00 00 62


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე