კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე. დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132
ფუნქცია-მოვალეობები:
კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
გაყიდვების პროცესის სრული კოორდინაცია;
გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;
მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია;
B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია;
მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.