ვაკანსიის დეტალები

კურიერი

DHL
თბილისი
ბოლო ვადა: 28.11.2026

DHL აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე კურიერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში!

რას გთავაზობთ?
  • ფიქსირებული ხელფასი — 1,400 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი
  • სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა
  • კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • ორშაბათი–პარასკევი: 09:30–18:30
  • შაბათი: 10:00–14:00 (მცოცავი)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, კლინიკა „ვივამედის“ მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი მოვალეობები:
  • საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
  • ჩამოსული ამანათების დახარისხება;
  • მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
  • ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
  • ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
  • გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
  • კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
  • პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.


კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე