ვაკანსიის დეტალები

კურიერ-ტექნიკოსი

ჯორჯიან ქარდი
ბათუმი
ბოლო ვადა: 07.11.2026

ჯორჯიან ქარდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე კურიერ-ტექნიკოსი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი? გამოიმუშავე თვეში 1700 ლარამდე!
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ბათუმში ეძებს კურიერ-ტექნიკოსს.
თუ გიყვარს მოძრავი სამუშაო, გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი და გსურს სტაბილური შემოსავალი, ეს პოზიცია შენთვისაა.

რას გთავაზობთ?
შემოსავალს თვეში 1700 ლარამდე — ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებული დავალებების რაოდენობაზე;
3–4-დღიან ტრენინგს — ტექნიკური გამოცდილება აუცილებელი არ არის; სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე შეისწავლი ყველა საჭირო ტექნიკურ საკითხს.

რას გააკეთებ?
  • POS ტერმინალების სავაჭრო ობიექტებზე მიტანასა და განთავსებას;
  • ობიექტის წარმომადგენლებისთვის ტერმინალის ძირითადი ფუნქციების გაცნობას;
  • POS ტერმინალის აქსესუარების მიტანას;
  • მარტივი ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა: POS ტერმინალის ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდის შეცვლა და ა.შ.

ვის ვეძებთ?
  • გაქვს საკუთარი, ტექნიკურად გამართული მოპედი ან სკუტერი;
  • გაქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
შემოგვიერთდი და მიიღე სტაბილური შემოსავალი შენი მოპედის გამოყენებით!

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე ან დაგვიკავშირდი:gcjobs@gc.ge
+995 577 71 77 37



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე