Sky Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
ლოჯისტიკისა და პროექტების კოორდინატორი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
შპს "SKY GROUP" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები
მიმდინარე ტექნიკური პროექტების კოორდინაცია და კონტროლი;
ტექნიკური ჯგუფის სამუშაოების დაგეგმვა;
პროექტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა;
კალკულაციების მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი
პროფესიული უნარები
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პროცედურების მკაცრი დაცვა;
პუნქტუალურობა
სამუშაო გრაფიკი
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: HR@skygroup.ge subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577557537.