ვაკანსიის დეტალები

ლოჯისტიკის სპეციალისტი

ნიუ აუტო მოტორსი
თბილისი
ბოლო ვადა: 14.11.2026

ნიუ აუტო მოტორსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ლოჯისტიკის სპეციალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია ნიუ ავტო მოტორსი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე,

ჩვენი ავტოსერვის ცენტრი იზრდება და ვეძებთ ლოჯისტიკის სპეციალისტს, რომელიც მართავს და აკონტროლებს პროდუქტების მოძრაობას, მარაგებსა და მიწოდებებს როგორც შიდა, ისე გარე მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • მიწოდების სრული პროცესის ორგანიზება: შეკვეთების მიღება, გრაფიკების დაგეგმვა და ტრანსპორტირების კოორდინაცია;
  • პროდუქციის (საბურავები, ზეთები, ავტონაწილები და დანადგარები) სწორად განაწილება ფილიალებსა და კლიენტებზე;
  • შიდა მარაგების მონიტორინგი და დროული შევსების უზრუნველყოფა;
  • ურთიერთობა მომწოდებლებთან და ტრანსპორტირების პარტნიორებთან;
  • დოკუმენტაციის მართვა: ინვოისები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარება;
  • საწყობთან კოორდინაცია და ეფექტური გადაზიდვის უზრუნველყოფა;
  • ლოჯისტიკური ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 10:00-19:00-საათამდე
ანაზღაურება:1000-2000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: nnewautomotors@gmail.com (მიუთითეთ პოზიციის დასახელებაც)


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე