სანიტარული კომპანია ქილერსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
მავნებლების კონტროლის ტექნიკოსი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
კომპანია "ქილერი" აცხადებს ვაკანსიას მავნებლების კონტროლის ტექნიკოსის პოზიციაზე.
"ქილერი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, სპეციალიზებულია მავნებლების კონტროლის სფეროში და ემსახურება საქართველოში მოქმედ წამყვან კომპანიებს.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;
ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
დასვენება შაბათ-კვირას და ოფიციალურ უქმე დღეებში;
პროფესიული გადამზადება კომპანიის მიერ.
ძირითადი მოვალეობები:
მავნებლების კონტროლის სამუშაოების ყოველდღიურად შესრულება როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად;
ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება;
შესრულებული სამუშაოების ანგარიშგების ფორმების შევსება;
სამუშაო ინვენტარისა და აღჭურვილობის მოვლა;
სამუშაო ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასა და სისუფთავეზე ზრუნვა;
უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლიანობა;
პუნქტუალურობა
გუნდურად მუშაობის უნარი;
მოწესრიგებულობა და პრეზენტაბელურობა;
კომუნიკაბელურობა.
შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაწყებამდე გაივლის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას. თუ გსურთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!