ვაკანსიის დეტალები

მარაგების მაკონტროლებელი

სამორინე ფეიმ ბათუმი
ბათუმი
ბოლო ვადა: 19.11.2026

სამორინე ფეიმ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მარაგების მაკონტროლებელი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სამორინე "FAME BATUMI" (ქ.ბათუმი, ჟორდანია / ზ.გამსახურდიას ქ. N 8/15) აცხადებს ვაკანსიას მარაგების მაკონტროლებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • აღრიცხვა და მონიტორინგი: საწყობში არსებული ნაშთების მუდმივი კონტროლი, სპეციალური პროგრამების მეშვეობით.
  • შესყიდვების დაგეგმვა: გაყიდვების ანალიზის საფუძველზე იმის განსაზღვრა, თუ როდის და რა რაოდენობის პროდუქციაა შესასყიდი.
  • ინვენტარიზაცია: მარაგების პერიოდული ფაქტობრივი გადათვლა და მიღებული შედეგების პროგრამულ მონაცემებთან შედარება.
  • ხარისხის კონტროლი: ვარგისიანობის ვადების, წუნდებული ან დაზიანებული საქონლის გამოვლენა და ჩამოწერა.
  • რეპორტინგი: მარაგების ბრუნვადობის, დეფიციტური ან ნარჩენი პროდუქციის შესახებ ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საჭირო უნარ-ჩვევები და მოთხოვნები
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ფლობა: MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და საწყობის მართვის პროგრამებში (R-Keeper / StoreHouse) მუშაობის გამოცდილება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა: მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი ფინანსური სხვაობა გამოიწვიოს.
  • გამოცდილება არანკლებ 2 წელი;
  • ინგლისური / რუსული ან თურქული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577115134 ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ჟორდანიას ქ. N 11 (სამორინეს ადმინისტრაციის ოფისი).



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე