IK Consulting აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
IK Consulting პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს / Chief Marketing & Sales Officer.
ძირითადი ინფორმაცია:
სფერო: მშენებლობა / დეველოპმენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ხელფასი: 12 000 ლარიდან ხელზე, გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
ვეძებთ გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც მართავს მარკეტინგის, გაყიდვების, PR-ისა და კომუნიკაციების მიმართულებებს, შეიმუშავებს და განახორციელებს კომპანიისა და დეველოპერული პროექტების ერთიან სტრატეგიას ამ მიმართულებებით, გააძლიერებს ბრენდსა და კომპანიის რეპუტაციას და უზრუნველყოფს გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის, ბრენდის პოზიციონირებისა და უნიკალური ღირებულებითი შეთავაზების შემუშავება და განხორციელება;
ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა. ახალი პროექტების ბაზარზე წარდგენის, რებრენდინგისა და სხვა სტრატეგიული კომერციული ინიციატივების ხელმძღვანელობა;
გაყიდვების გეგმების, ბიუჯეტებისა და პროგნოზების მომზადება, შესრულების კონტროლი. ფასების, გადახდის პირობებისა და კომერციული შეთავაზებების ფორმირება;
გაყიდვების არხებისა და საბროკერო პარტნიორობების განვითარება. სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკება და მნიშვნელოვანი გარიგებების მხარდაჭერა;
ინტეგრირებული კამპანიებისა და ციფრული მარკეტინგის მართვა, მათ შორის SMM, SEO და ფასიანი რეკლამა. ლიდების მოზიდვისა და კონვერსიის გაუმჯობესება;
CRM-ისა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესების განვითარება - პირველადი დაინტერესებიდან გარიგების დასრულებამდე; ვებგვერდის, ციფრული არხების, მომხმარებლის გამოცდილებისა და ლოიალობის პროგრამების გაუმჯობესება;
მარკეტინგისა და გაყიდვების ერთიანი ანალიტიკისა და KPI-ების დანერგვა. მედიადაგეგმვა, ხარჯების ეფექტიანობისა და მარკეტინგული ინვესტიციის უკუგების შეფასება;
საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და კორპორატიული კომუნიკაციების სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა, მედიასთან ურთიერთობა, კომპანიის რეპუტაციის გაძლიერება და კრიზისული კომუნიკაციების მართვა;
გუნდების ჩამოყალიბება, განვითარება და შედეგების მართვა. მოტივაციის სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა, სააგენტოებისა და კონტრაქტორების მართვა;
პრიორიტეტული პროექტების მართვა მიზნების, პასუხისმგებელი პირების, ვადებისა და შედეგების განსაზღვრით. ფინანსებთან, IT-სთან, პროექტების განვითარების გუნდსა და სხვა ფუნქციებთან კოორდინაცია;
პროექტების პროგრესის, ხარისხის, საბიუჯეტო გადახრებისა და რისკების მონიტორინგი. შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრა და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
ერთიანი სამუშაო სტანდარტების, ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა პროცესების გამჭვირვალობის, სისწრაფისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს:
მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობისა და გუნდების მართვის გამოცდილება;
მსხვილი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესებში ეფექტურად ჩართვისა და მათი სტრატეგიულად მართვის უნარი;
ბრენდის განვითარებითა და გაყიდვების ზრდით მიღწეული, გაზომვადი ბიზნესშედეგები;
გაყიდვების დაგეგმვის, პროგნოზირების, ფასების ფორმირებისა და კომერციული მოლაპარაკებების გამოცდილება;
ციფრული მარკეტინგის, ბრენდის მართვის, CRM-ისა და მომხმარებლის გამოცდილების განვითარების ცოდნა;
PR-ის, კორპორატიული და კრიზისული კომუნიკაციების მართვის გამოცდილება;
რთული პროექტებისა და სხვადასხვა ფუნქციის გუნდების კოორდინაციის გამოცდილება;
სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, კომერციული ხედვა, გუნდის ხელმძღვანელობის, მოტივირებისა და განვითარების, ასევე ინოვაციური იდეების გაზომვად შედეგებად გარდაქმნის უნარი;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საქმიანი კომუნიკაციისთვის საჭირო დონეზე.
დეველოპერულ / უძრავი ქონების სექტორში მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.