ვაკანსიის დეტალები

მარკეტინგის მენეჯერი

Your Point
თბილისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

Your Point აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მარკეტინგის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ტურისტული კომპანია „Your Point“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სიმონ ჩიქოვანის 4ა

სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 19:00
  • შაბათი: 11:00 – 16:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და პასუხისმგებლიან მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის განვითარებაში, სოციალური მედიის მართვაში, ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, TikTok და სხვა)
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
  • კონტენტის იდეებისა და ტექსტების მომზადება ტურისტული მიმართულებებისთვის
  • სარეკლამო მასალების დაგეგმვა და კოორდინაცია
  • საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება
  • გაყიდვების გუნდთან აქტიური კომუნიკაცია
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
  • მარკეტინგული შედეგების ანალიზი და ანგარიშგებების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება
  • სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული მიდგომა
  • კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • Meta Ads / Google Ads-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

Apply now ატვირთეთ თქვენი CV ბმულზე https://forms.gle/hLchcXF73CeW7HRv7

ან გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: cv@yourpoint.ge

შენიშვნა: ელ.ფოსტის გაგზავნისას გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე