ევროფუდი ევროპული სურსათის მაღაზიაა, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან საკვებ და სასმელ პროდუქტებს. ჩვენს გუნდში დაგხვდება მეგობრული და საქმიანი გარემო.
შენი ფუნქცია იქნება:
- მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
- მომხმარებლების მომსახურება და პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
- მარაგების კონტროლი და პროდუქციის მიღების ორგანიზება;
- სავაჭრო სივრცეში წესრიგისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.
მისამართი - თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა 44
გრაფიკი - თვეში 15 სამუშაო დღე
ანაზღაურება - 1 250 ლარი