ვაკანსიის დეტალები

მაღაზიის მენეჯერი

ნიუ აუტო მოტორსი
თბილისი
ბოლო ვადა: 14.11.2026

ნიუ აუტო მოტორსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მაღაზიის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია ნიუ ავტო მოტორსი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე,

ვეძებთ მაღაზიის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურ მართვას, გაყიდვების პროცესის განვითარებას და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლს. თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება გუნდის მართვაზე, პროდუქციის მარაგების კონტროლზე, გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაზე და მაღაზიის გამართულ ფუნქციონირებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • ლიდერული უნარები
  • გაყიდვების პროცესების ცოდნა
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობა

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე. 10:00-19:00

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე, (პოზიციის დასახელებასთან ერთად)- nnewautomotors@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 22 44 55


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე