ვაკანსიის დეტალები

მაღაზიის საწყობის თანამშრომელი

დამი
თბილისი
ბოლო ვადა: 14.11.2026

დამი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მაღაზიის საწყობის თანამშრომელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია „დამი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
სამშენებლო მასალების კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე მომხმარებლებს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციებს
სამუშაო ადგილი: თბილისი ქიზიყის ქ 1 (აეროპორტის გზატკეცილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების მუდმივი კონტროლი, მონიტორინგი და აღრიცხვა.
  • საწყობში შემოსული ახალი პროდუქტების მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება, პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი.
  • შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და საწყობში განლაგება
  • საწყობის ოპტიმალური მარაგების მართვა, დეფიციტის ან ჭარბი მარაგების პრევენცია.
  • პროდუქციის სწორი განლაგების, შენახვისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
  • საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა მარაგების დროულად შესავსებად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საწყობის ან მარაგების მართვის მიმართულებით).
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა.
  • საწყობის ან სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.


რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com ან ტელ: +995 568403311
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე