ვაკანსიის დეტალები

მენეჯერი

Duty Free Points
ყაზბეგი
ბოლო ვადა: 19.11.2026

Duty Free Points აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მენეჯერი — ყაზბეგი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Duty Free Points აცხადებს ვაკანსიას ყაზბეგის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

საჭირო რაოდენობა 1 ახალი თანამშრომელი; მოქმედი მენეჯერული სტრუქტურის ფარგლებში
ანგარიშვალდებულება DFP-ის დირექტორი; სამომავლოდ შესაძლებელია რეგიონული მენეჯერი
უშუალო გუნდი კონსულტანტ-მოლარეები, საწყობის თანამშრომლები და ცვლის პასუხისმგებლები
სამუშაო ადგილი ყაზბეგის სასაზღვრო duty-free ობიექტი

როლის მიზანი
მართოს ყაზბეგის 24-საათიანი საცალო და სასაწყობე ოპერაცია, გუნდის მუშაობა, სალარო და მარაგი, უსაფრთხოება, შესრულების მაჩვენებლები და DFP-ის ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება.

ძირითადი პასუხისმგებლობები
  • საცალო და სასაწყობე ოპერაციების ყოველდღიური მართვა და ოთხი გუნდის მუშაობის კოორდინაცია.
  • 09:00 საათის ინვენტარიზაციასა და ცვლის გადაბარებაზე დასწრება, დათვლის ხარისხის კონტროლი და სხვაობის მოკვლევის დაწყება.
  • POS-ის, ნაღდი ფულის, 1C-ის, მიღება-გაცემის დოკუმენტებისა და საჭიროების შემთხვევაში CCTV-ის შეჯერება.
  • გრაფიკის, ჩანაცვლების, დასვენების და არყოფნის მართვა დამტკიცებული სამუშაო დროის წესის ფარგლებში.
  • თანამშრომლების სწავლება, ქოუჩინგი, შესრულების შეფასება და კანდიდატის შერჩევის რეკომენდაცია.
  • გაყიდვების, მარაგის ხელმისაწვდომობის, მომსახურების, ინვენტარის სიზუსტისა და გუნდის შედეგების კონტროლი.
  • დაბრუნებების, ფასდაკლებების, POS კორექტირებების, ჩამოწერებისა და საქონლის გადატანის კონტროლი უფლებამოსილების ფარგლებში.
  • 22:00-მდე საწყობში ტვირთის მიღების და გაცემის უზრუნველყოფა საჭიროეების შემთხვევაში.
  • უსაფრთხოების, duty-free წესების, ინციდენტის, გზის ჩაკეტვისა და ევაკუაციის პროცესების კოორდინაცია.
  • ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან; სამომავლოდ რეგიონულ მენეჯერთან.

აუცილებელი მოთხოვნები
  • ეფექტური ქართული, ფუნქციური რუსული და საქმიანი კომუნიკაციის უნარი.
  • Excel-ის, POS-ის და ოპერაციული ანგარიშგების საბაზისო კომპეტენცია.
  • გუნდის მართვა, კონფლიქტის მოგვარება, გრაფიკის დაგეგმვა და კონტროლის პროცესების დაცვა.
  • ყაზბეგში სტაბილური მუშაობის, როტაციის ან რელოკაციის რეალური შესაძლებლობა.
  • პრაქტიკული მენეჯერული შეფასებისა და რეკომენდაციების შემოწმების გავლა.

სასურველი გამოცდილება
  • 2–3 წელი საცალო ან მსგავს ოპერაციაში და მინიმუმ 1 წელი გუნდის ზედამხედველობაში, ან შესაბამისი პრაქტიკული მტკიცებულება.
  • მარაგისა და სალაროს კონტროლის გამოცდილება.
  • 1C-ში მარაგის მართვის პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
  • ინგლისური ენა უპირატესობაა.
  • duty-free გამოცდილება უპირატესობაა.

ენები
  • ქართული — ეფექტური სამუშაო დონე.
  • რუსული — ფუნქციური სასაუბრო დონე.
  • ინგლისური — უპირატესობა.

სამუშაო პირობები
  • რეკომენდებული საწყისი გრაფიკია 2-2 კვირა, ყოველდღე 09:00–18:00, 09:00 საათის გადაბარებაზე სავალდებულო დასწრებით; საბოლოო გრაფიკი შეთანხმებადია.
  • განიხილება მენეჯერისა და შემცვლელის ორკვირიანი როტაცია. მოდელი უნდა შეიცავდეს კანონით მოთხოვნილ დასვენებას, შესვენებას და სამუშაო საათების წერილობით აღრიცხვას.
  • მენეჯერისთვის DFP ქირაობს სახლს და ფარავს კომუნალურ ხარჯებს.
  • უშუალო ხელმძღვანელია DFP-ის დირექტორი; სამომავლოდ განიხილება რეგიონული მენეჯერის პოზიცია.

შედეგების შეფასება
  • გაყიდვების და დამტკიცებული მარჟის მიზნების შესრულება.
  • სალაროსა და ინვენტარის სიზუსტე და სხვაობების დროული მოკვლევა.
  • მარაგის ხელმისაწვდომობა, პროდუქტის სწორი მოძრაობა და ჩამოწერის კონტროლი.
  • გრაფიკის დაფარვა, დასწრება, თანამშრომელთა შენარჩუნება და სწავლების დასრულება.
  • მომსახურების, უსაფრთხოების, duty-free და შიდა პროცედურების დაცვა.
  • ანგარიშგების დროულობა და ინციდენტებზე რეაგირება.

პრაქტიკული შეფასება
  • მოულოდნელი არყოფნის შემთხვევაში ცვლის დაფარვის გეგმის შედგენა.
  • სალაროს ან ინვენტარის სხვაობის მოკვლევის ეტაპების ახსნა.
  • 1C-ის, Excel-ის ან მსგავსი სისტემის პრაქტიკული დავალება.
  • სუსტი თანამშრომლისთვის უკუკავშირის და გაუმჯობესების გეგმის მომზადება.
  • ოპერაციული ან უსაფრთხოების ინციდენტის ესკალაცია.
  • მოკლე გაყიდვების/მარაგის ანგარიშის ანალიზი და პირველი 30 დღის პრიორიტეტების ჩამოყალიბება.

სწავლება
  • DFP-ის ოპერაციული წესები და ანგარიშგება.
  • POS, 1C, ინვენტარის მოკვლევა და ჩამოწერა — IT-ის, ნინოსა და გიგას მონაწილეობით.
  • შრომის უსაფრთხოება, duty-free წესები, ინციდენტები, გზის ჩაკეტვა და ევაკუაცია.

ანაზღაურება და სარგებელი
ფიქსირებული ხელფასი ხელზე 3,000 GEL + ყოველთვიური გაყიდვების ბონუსი%
საცხოვრებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სახლი


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: giga.buachidze@dutyfreepoints.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 574 14 12 99


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე