ვაკანსიის დეტალები

მერჩენდაიზერი / პრესელერი

Green and Purple Georgia
თბილისი
ბოლო ვადა: 17.11.2026

Green and Purple Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მერჩენდაიზერი / პრესელერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Green & Purple Georgia აცხადებს ვაკანსიას: მერჩენდაიზერი / პრესელერი - 1,500 ლარამდე ხელზე

ანაზღაურება: 1,000 ლარი ფიქსირებული + 400–500 ლარამდე ბონუსი (NET)

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00

CV არ გაქვს? პრობლემა არაა! განაცხადის შევსება მარტივია — https://jobs.eco.com.ge/

გაიცანი ჩვენი ბრენდები!
გინდა შენი ყოველდღიური საქმე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების განვითარებას დაუკავშირო?

Green & Purple Georgia არის მზარდი FMCG სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს:
Del Monte — მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, მრავალწლიანი ისტორიით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხილის წვენებს, გამაგრილებელ სასმელებსა და ხილის პროდუქტებს.
Instagram: https://www.instagram.com/delmonte_georgia/

Grüne Kraft — გერმანული საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და ეფექტურობაზე.
Instagram: https://www.instagram.com/grunekraftgeo/

ჩვენი მიზანია, ეს ბრენდები კიდევ უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ და მაღაზიებში მათი საუკეთესო წარმოდგენა უზრუნველვყოთ.

ახლა კი ვეძებთ ახალ თანაგუნდელს — შეიძლება სწორედ შენ!

რას გააკეთებ?
ეს არ არის მხოლოდ თაროების მოწესრიგება! შენ გექნება საკუთარი სავაჭრო ობიექტები და შესაძლებლობა, რეალურად იმოქმედო ბრენდების განვითარებასა და გაყიდვებზე.
  • მოინახულებ მაღაზიებს წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით;
  • გააკონტროლებ პროდუქციის მარაგებს და გააფორმებ შეკვეთებს;
  • იზრუნებ, რომ ჩვენი ბრენდები თაროებზე კარგად ჩანდეს;
  • შეამოწმებ ფასებს, აქციებსა და ვარგისიანობის ვადებს;
  • ითანამშრომლებ მაღაზიების გუნდებთან;
  • მოიძიებ დამატებითი განთავსებისა და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობებს;
  • გაგვიზიარებ მოკლე ფოტორეპორტს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

შენ ჩვენი ადამიანი ხარ, თუ:
  • გიყვარს აქტიური სამუშაო და არ გინდა მთელი დღე ოფისში ჯდომა;
  • ადამიანებთან კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა;
  • ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და ინიციატივიანი;
  • შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა;
  • თავისუფლად იყენებ სმარტფონს;
  • გინდა ისწავლო, განვითარდე და შენი შრომის შედეგი დაინახო.
  • გამოცდილება არ გაქვს? No worries!

მთავარია მონდომება — სამუშაო პროცესს გასწავლით.

მერჩენდაიზინგის ან გაყიდვების გამოცდილება და საკუთარი ავტომობილის ქონა დამატებითი უპირატესობაა.

რას მიიღებ ჩვენგან?
  • 1,000 ლარი ფიქსირებული ხელფასი (ხელზე);
  • 400–500 ლარამდე ყოველთვიური ბონუსი (ხელზე), შედეგების მიხედვით;
  • ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება შეთანხმებული პირობებით;
  • წინასწარ დაგეგმილი სამუშაო მარშრუტები;
  • მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სწავლისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • გუნდი, სადაც შენს იდეებსა და ინიციატივას მნიშვნელობა აქვს.

როგორ შემოგვიერთდე?
CV არ გაქვს? არანაირი პრობლემა!

შეავსე მოკლე ონლაინ განაცხადი და გაგვეცანი.
  • CV სავალდებულო არ არის
  • გამოცდილება აუცილებელი არ არის
  • განაცხადის შევსება ტელეფონიდანაც შეგიძლია

შეავსე განაცხადი აქ: https://jobs.eco.com.ge/

თუ CV უკვე გაქვს, შეგიძლია გამოგვიგზავნო ელფოსტაზე: hello@eco.com.ge

წერილის სათაურში მიუთითე: მერჩენდაიზერი / პრესელერი

შემოიტანე შენი ენერგია ჩვენს გუნდში და განავითარე ჩვენთან ერთად საერთაშორისო ბრენდები!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე