ვაკანსიის დეტალები

მესაწყობე

ემბავუდ ჯორჯია
გურჯაანი
ბოლო ვადა: 17.11.2026

ემბავუდ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მესაწყობე — გურჯაანი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ემბავუდ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას მესაწყობეს პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • თბილისიდან ჩამოსული საქონლის მიღება, რაოდენობის დათვლა და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება;
  • მიღებული საქონლის მდგომარეობის შემოწმება და საწყობში სწორად განთავსება;
  • ამწყობებისთვის შეკვეთების მომზადება და ავტომობილების დატვირთვა;
  • საწყობში არსებული საქონლის ნაშთების კონტროლი და აღრიცხვა;
  • საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • თვეში ერთხელ ინვენტარიზაციის ჩატარება
  • რეკლამაციებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის პროგრამაში სწორად და სრულყოფილად შეყვანა;
  • რეკლამაციების სტატუსების მუდმივი კონტროლი;
  • თბილისიდან სარეკლამაციო საქონლისა და საჭირო ნაწილების დროული გამოგზავნის კონტროლი;
  • მომხმარებლისთვის სარეკლამაციო საქონლისა და ნაწილების დროული მიწოდების პროცესის კონტროლი;
  • რეკლამაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამის თანამშრომლებთან კომუნიკაცია და პრობლემების დროული მოგვარების ხელშეწყობა;
  • საქონლის დანაკლისის, დაზიანებისა და აღრიცხვაში აღმოჩენილი შეუსაბამობების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • საწყობში საქონლის უსაფრთხო შენახვისა და განთავსების წესების დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის საბაზისო უნარები;
  • ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვისა და დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@embawood.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე