პოლიგლოტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
მზარეულის თანაშემწე — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
სკოლა "პოლიგლოტი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის თანაშემწის პოზიციაზე.
მის: თბილისი, სანზონა, გუდამაყრის ქ.4
სამუშაო საათები: 09:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით; ანაზღაურება: შეთანხმებით შაბათი და კვირა დასვენება; ერთჯერადი კვება და არდადეგების პერიოდში ანაზღაურებადი ხელფასი;
მოთხოვნები:
ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულება;
პუნქტუალურობა;
თანამშრომლების მიმართ კეთილგანწყობა;
ბავშვების სიყვარული.
უზრუნველყოს მზარეულის დახმარება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საკვების მომზადებისას;
დაიცვას ჰიგიენური ნორმები საკვების მომზადებისას;
უზრუნველყოს მზარეულის მითითებების შესრულება;
უზრუნველყოს დღის მენიუთი გათვალისწინებული მზა საკვების შენახვა;
აკონტროლოს პროდუქტის შენახვის ვადები და საჭიროების შემთხვევაში რაიმე დარღვევის შესახებ აცნობოს მზარეულს;
გაუფრთხილდეს სამზარეულოში არსებულ ინვენტარს და დაიცვას უსაფრთხოების ნორმები;
კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დირექტორის მითითებები და დავალებები;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 0322 600-221; 0322 144-145, ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: School_polygloti@yahoo.com