ვოი სამზარეულო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
მზარეული — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
ვოი სამზარეულო აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე
შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
რესტორანი ვოის სამზარეულო ეძებს ადამიანს, რომელსაც უყვარს კულინარია და სურს ისწავლოს, განვითარდეს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს. თუ გინდა, გაიუმჯობესო შენი უნარები და იმუშაო მეგობრულ გარემოში, მოხარული ვიქნებით, ჩვენი გუნდის წევრი გახდე! გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენთვის მთავარია შენი მონდომება, პასუხისმგებლობა და სწავლის სურვილი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №29 სამუშაო გრაფიკი: 14:00–23:00 დღეები შეთანხმებით ანაზღაურება თვეში ორჯერ
რას გააკეთებ?
მოამზადებ მენიუთი გათვალისწინებულ კერძებს
იზრუნებ კერძების ხარისხსა და გემოზე
იზრუნებ სამუშაო სივრცის სისუფთავესა და ჰიგიენაზე
ითანამშრომლებ გუნდთან და ჩაერთვები სამზარეულოს ყოველდღიურ პროცესებში.
თუ კულინარიის სფეროში განვითარება გინდა და მზად ხარ ისწავლო, სიამოვნებით გაგიცნობთ!
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე და მოკლედ გაგვიზიარე ინფორმაცია შენს შესახებ: voicuisine1@gmail.com