ვაკანსიის დეტალები

მზარეული

Fragola
თბილისი
ბოლო ვადა: 13.11.2026

Fragola აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მზარეული — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

იტალიური ბისტრო ,,Fragola-space“ ყაზბეგის გამზირზე ეძებს მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 8 სთ - 5/2
მისამართი: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზირი N2.
ანაზღაურება: 1800 ლარიდან

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ გრაფიკსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • შერჩეული კანდიდატების პროფესიულ გადამზადებას, ზრდას და განვითარებას.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
  • ამზადებს და ზედამხედველობას უწევს კერძების წარმოების სრულ ციკლს;
  • უზრუნველყოფს კვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას;
  • აკონტროლებს მიღებული პროდუქტის ხარისხს და რაოდენობას, აწარმოებს პროდუქციის დასაწყობებას და სათანადო ხარჯვის კონტროლს;
  • ამზადებს კერძებს ბრენდ შეფის მიერ წინასწარ განსაზღვრული კალკულაციებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით;
  • უზრუნველყოფს სამზარეულოში სისუფთავესა და ჰასპის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ევროპული (იტალიური) სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@fragola.ge


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე