ვაკანსიის დეტალები

მთავარი ბუღალტერი

ბიოდიზელი ჯორჯია
თბილისი
ბოლო ვადა: 17.11.2026

ბიოდიზელი ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მთავარი ბუღალტერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

BDG ჰოლდინგი ეძებს მთავარ ბუღალტერს.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
  • ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მოწესრიგება;
  • ხელფასების, გადასახადებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების ადმინისტრირება;
  • მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • ბიუჯეტირებისა და ფინანსური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • აუდიტორებთან, ბანკებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია;
  • საბუღალტრო პროცესების სიზუსტისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარასკევი, 10:00-19:00, 1 სთ შესვენება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: Hr@biodiesel.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „მთავარი ბუღალტერი“.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე