ვაკანსიის დეტალები

მთავარი ბუღალტერი

სამშენებლო კომპანია Giko
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

სამშენებლო კომპანია Giko აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მთავარი ბუღალტერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სამშენებლო კომპანია შპს „გიკო“ აცხადებს ვაკანსიას: მთავარი ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბაშვილის ქუჩა (მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-დან 18:00 საათამდე)

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) დროული დეკლარირება;
  • სამშენებლო პროექტების მიმდინარე ხარჯების კონტროლი;
  • სალაროსა და საბანკო ტრანზაქციების მართვა და კონტროლი;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • სახელმწიფო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების და MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ფლობა;
  • ACCA-ს სერტიფიკატის ფლობა (სრულად ან ნაწილობრივ) ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად (კანდიდატთან შეთანხმებით).
განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: giorgi@giko.ge გთხოვთ, წერილის თემის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – "მთავარი ბუღალტერი". დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 799 097



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე