ვაკანსიის დეტალები

მთავარი ბუღალტრის ასისტენტი

BMK Partners
რუსთავი
ბოლო ვადა: 06.11.2026

BMK Partners აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მთავარი ბუღალტრის ასისტენტი — რუსთავი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურების კომპანია „ბი ემ ქეი პარტნერს“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
  • RS -ზე დოკუმენტაციის ატვირთვა / დამუშავება;
  • დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • მთ. ბუღალტრის, სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel);
  • საბუღალტრო პროგრამა Oris ცოდნა;
  • პრაქტიკულ ბუღალტერიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:
  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;

პირობები:
  • სამუშაო დღეები / საათები: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00;
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა - ქ.რუსთავი
  • ხელფასი: შეთანხმებით

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 6 ნოემბრისა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: bmkpartners2008@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე