ვაკანსიის დეტალები

მთავარი ინჟინერ- მექანიკოსი

მეისონბეიქ-2026
თბილისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

მეისონბეიქ-2026 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მთავარი ინჟინერ- მექანიკოსი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „მეისონბეიქ-2026“, წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულის წარმოებას, რომელიც უკვე 28 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. ბრენდ «მადამდე»-ს სახელით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე სხვადასხვა სახეობის პროდუქტებს, როგორც პურ-ფუნთუშეულის, ასევე საკონდიტრო მიმართელებით. დღეს «მადამდე»-ის პროდუქციის შეძენა 1500–მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში.
შპს „მეისონბეიქ-2026“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინერ- მექანიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის (წარმოება, მანქანათმშენებლობა...) მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • დანადგარების პროფილაქტიკური მოვლა-პატრონობა;
  • დანადგარების მართვის პულტთან, მათ შორის პროგრამულ მონიტორებთან მუშაობა
  • დანადგარების ელექტრო/მექანიკური და სხვა სახის შეკეთება და რემონტი
დამატებითი ინფორმაცია:
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
  • სამუშაო გრაფიკი: 5 სრული სამუშაო დღე, 10:00 – 19:00. შაბათი საჭიროების შემთხვევაში, ნახევარი დღე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@madamde.ge
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ინჟინერ-მექანიკოსი


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე