ვაკანსიის დეტალები

მიმტანი-კონსულტანტი

ვასსერშტრასსე
თბილისი
ბოლო ვადა: 13.11.2026

ვასსერშტრასსე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მიმტანი-კონსულტანტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ვასსერშტრასსე აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-კონსულტანტის პოზიციაზე მოქნილი სამუშაო განაკვეთით.

ფუნქციები:
  • რესტორნის სტუმრების მომსახურება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;
  • კერძების შერჩევისას სტუმრისთვის დახმარების აღმოჩენა, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
  • შეკვეთების მართვა-ორგანიზება, ანგარიშების კონტროლი, მონაცემების პროგრამაში შეყვანა;
  • ღვინის და აქსესუარების გაყიდვების პროცესის მართვა;
  • გასაყიდი პროდუქციის ცოდნა;
  • ონლაინ კომპანიების და სხვა დამკვეთების შეკვეთების მომზადება-გაცემა;
  • სასაქონლო ნაშთების კონტროლი, ამოწურული პროდუქციის შეკვეთების ფორმირება-გადაგზავნა, პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • სამუშაო სივრცეში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება;
  • მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან პოზიტიური კომუნიკაცია;
  • კომპანიის შესაბამის რგოლებთან რეპორტინგი წინასწარ განსაზღვრული ფორმატით და პერიოდულობით;
  • სხვა, გაყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, მაღალ დონეზე შესრულება.

სასურველია:
  • პროგრამა ფინას ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • Microsoft Office-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებული,
  • პუნქტუალური,
  • კეთილსინდისიერი,
  • შრომისმოყვარე,
  • კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@wasserstrasse.ge. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს
ვაკანსიის დასახელება. ან დაგვირეკეთ :+995511331616
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე