BET25 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
მიმტანი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"BET25" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00 ანაზღაურება: ხელფასი 2000 + ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებლისთვის შეკვეთების მიღება და მიწოდება;
მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება;
საბარათე სისტემის და APP-ის ფუქნციების დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
პუნქტუალურობა;
კომუნიკაბელურობა;
ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი".
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.