ვაკანსიის დეტალები

მიმღების თანამშრომელი

Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
თბილისი
ბოლო ვადა: 19.11.2026

Holiday Inn Express Tbilisi Avlabari აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მიმღების თანამშრომელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: მიმღების თანამშრომელს

ფუნქციები და მოვალეობები:
  • დადგენილი სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება;
  • ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი;
  • სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ;
  • მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
  • სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება;
  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება

საჭირო გამოცდილება და უნარ-ჩვევები:
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Opera Hotel Management System-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
  • დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მულტიფუნქციურობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს;
  • გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე