ვაკანსიის დეტალები

მინი სატვირთო ავტომობილის მძღოლი

ბაუ ტექი
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

ბაუ ტექი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მინი სატვირთო ავტომობილის მძღოლი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

"შპს "ბაუ ტექი" აცხადებს ვაკანსიას იაპონური მინი სატვირთო 1000 კგ ტვირთამწეობის ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა კომპანიაში განსაზღვრული წესების დაცვით;
  • პროდუქციის მიწოდება სამშენებლო ობიექტებისთვის, როგორც საცალო ასევე მსხვილი მომხმარებლებისათვის. ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
  • ობიექტთან ანგარიშსწორება კომპანიაში განსაზღვრული პროცედურების დაცვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დისტრიბუციის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია B კატეგორიის ავტომანქანის მართვის მოწმობა
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა;
  • შრომისმოყვარეობა.

პირობები:
სამუშაო გრაფიკი : კვირაში 6 დღე 09:00 - 18:00
ანაზღაურება 1700 - 2000 ლარი. ფიქსიბული და გამომუშავებული ერთად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: bautechvacancy@gmail.com. ან დაგვიკავშირდით: +995 571 13 13 81 აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე