ვაკანსიის დეტალები

მიწოდების თანამშრომელი

ნატურალისი
ბათუმი
ბოლო ვადა: 11.11.2026

ნატურალისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მიწოდების თანამშრომელი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია „ნატურალისი“ ბაზარზე ოპერირებს 2016 წლიდან და წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ, ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს. სპეციალიზდება პრემიუმ ხარისხის ჯანსაღი საკვები პროდუქტების რეალიზაციით. ჩვენს პორთფელში 100-ზე მეტი დასახელების ჯანსაღი პროდუქტია წარმოდგენილი. მათ შორის ორგანული ბურღულეული, სტევიას დამატკბობლები, თხილეულ-ჩირეული და სხვა.

კომპანია „ნატურალისი“ აცხადებს ვაკანსიას მიწოდების თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-17:30 (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის უსაფრთხო და დროული გადაადგილება საწყობიდან სავაჭრო ობიექტებში;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;

დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@jdtrade.ge გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „მიწოდების თანამშრომელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ნატურალისი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

„ნატურალისი“-ს თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე