ვაკანსიის დეტალები

მიწოდების ოპერატორი

მზიური
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

მზიური აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მიწოდების ოპერატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მასლიანა, ფერმა, ტულჩინკა, გრემიო, კაპრო...) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს, ვაკანსიას ქ. თბილისში მიწოდების ოპერატორის ვაკანსიაზე.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა

მოვალეობები:
  • პროგრამულად შემოსული შეკვეთების მიღება და დადასტურება;
  • დადასტურებული შეკვეთის კურიერისთვის გადაცემა;
  • შემოსული შეკვეთების დამუშავება შესაბამის პროგრამაში;
  • პერიოდულად პროდუქციის აღწერა;
  • სხვა დავალაბების შესრულება აღნიშნული მითითებების შესრულების მიზნით.

პროდუქცია:
  • პრემიუმ ხარისხის შოკოლადი და ყავა
  • ბავშვთა კვება და მოვლის საშუალებები.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:
  • სამუშაო დღეები: კვირაში 4- 5 დღე
  • სამუშაო საათები: ცვლიანი გრაფიკი: 1) 10:00 – 16:00 2) 16:00 – 22:00
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი და გაყიდვებზე მიბმული ბონუსი.

მისამართი:
  • თბილისი, საბურთალოს რაიონი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
ვაკანსიის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მიწოდების ოპერატორი“ და რეგიონი.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."






სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე