ვაკანსიის დეტალები

მოლარე-კონსულტანტი

ატელიე აუთლეტი
თბილისი
ბოლო ვადა: 07.11.2026

ატელიე აუთლეტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მოლარე-კონსულტანტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.

ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის 74გ
სრული განაკვეთი: 10:00-19:00/12:00-22:00 (კვირაში 40 საათი)
2 დასვენების დღე

ანაზღაურება:
  • სრული განაკვეთი 1100 ლარი + ბონუსი
  • ნახევარი განაკვეთი 550 ლარი + ბონუსი

ბენეფიტები:
  • პროფესიული განვითარება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
  • დაბადების დღეზე ვაუჩერი საჩუქრად
  • FITPASS

აუცილებელი მოთხოვნა:
  • პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა;
  • სალარო ოპერაციების განხორციელება;
  • პროდუქციის წესრიგის, რაოდენობების, ზომების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • გასახდელის მონიტორინგი;

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV – vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო განაკვეთი.
გისურვებთ წარმატებებს!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე