ვაკანსიის დეტალები

მოლარე-კონსულტანტი

ესპაჩო
თბილისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

ესპაჩო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მოლარე-კონსულტანტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

საბავშვო ფეხსაცმელების მაღაზია ესპაჩო რომელიც აერთიანებს ევროპული ბრენდების საბავშვო ფეხსაცმელებს მდებარეობს სავაჭრო ცენტრ გალერია თბილისში

ესპაჩო აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: დარიცხული 900 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • სალაროსთან მუშაობა;
  • დარბაზში თაროებზე პროდუქციის განლაგება, თაროებზე სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე infoespacho@yahoo.com

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ ESPACHO პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე