საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი
„ზოომარტი“ 2014 წლიდან ვითარდება და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 43 საცალო ფილიალს.
„ზოომარტის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, მათ შორის: ADVANCE, ACANA, ORIJEN, WELLNESS, WHIMZEES, JOSERA, FERPLAST, KONG, VERSELE-LAGA, NATURE'S VARIETY, FLEXI, BEAPHAR, EARTH RATED, APPLAWS, ANIMONDA, OXBOW, CANVIT PLUS, ANIMOLOGY, MORANDO, BREKKIES, DORIAN და CATZONE.
ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:
https://zoomart.ge/ka/store-locatorკომპანია აცხადებს ვაკანსიას
„მოლარე-კონსულტანტის“ პოზიციაზე
სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა
გრაფიკი: სრული, ცვლებში - თვეში საშუალოდ 15-17 სამუშაო დღე;
(არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა)
სამუშაო საათები : 10:00 – 21:00
ადგილი: ქ. თბილისი;
ანაზღაურება:
ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი;
ყოველთვიური ბონუსი: 1000 ლარამდე;
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
- გაყიდვების ეფექტურად განხორციელება და მომხმარებლის ხარისხიანი მომსახურება;
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და მომხმარებლისთვის მარტივად გაცნობა;
- სალაროში ოპერაციების მართვა და გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების წარმოება;
- სამუშაო და სავაჭრო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ბენეფიტები :
- ანაზღაურებადი სტაჟირება;
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- ფიტპასი.
თუ გსურთ გახდეთ ზოომარტის გუნდის წევრი და განვითარდეთ სტაბილურ კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე:
hr@zoomart.geწერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მოლარე-კონსულტანტი“.