ვაკანსიის დეტალები

მოლარე-კონსულტანტი

კომფო დიზაინი
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

კომფო დიზაინი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მოლარე-კონსულტანტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს კომფო დიზაინი აცხადებს ვაკანსიას ავეჯის, განათებისა და აქსესუარების მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N68 (ავეჯის მოლი, თბილისი პავილიონი)

აუცილებელი მოთხოვნები:
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დახვეწილი მეტყველება;
  • თავაზიანობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
  • სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
  • უზრუნველყოს საქონლის საკმარისი რაოდენობით არსებობა დარბაზში;
  • გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს;
  • ნაღდი და უნაღდო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაცია;
  • შეკვეთების პროგრამული გაფორმება;
  • ფილიალის სატელეფონი ზარებზე პასუხი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას;

სრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე. სამუშაო საათები 11:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე info@comfo.ge და გამოგზავნისას მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მოლარე კონსულტანტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე