ვაკანსიის დეტალები

მოლარე-კონსულტანტი

პენსან ჯორჯია
თბილისი
ბოლო ვადა: 10.11.2026

პენსან ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მოლარე-კონსულტანტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „პენსან ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე.

სამუშაო ადგილი: საკანცელარიო და საოფისე ნივთების, სათამაშოების, საახალწლო აქსესუარებისა და სახლის დეკორაციების მაღაზია.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლების თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
  • სალარო ოპერაციების შესრულება;
  • პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება;
  • მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ყურადღებიანობა და სიზუსტე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ნახევარ განაკვეთზე მუშაობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებასა და სამუშაო გრაფიკს, რომელიც განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე.

თუ ხართ კომუნიკაბელური, მოწესრიგებული და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@pensan.ge
სასურველია, რეზიუმეს თან ახლდეს ფოტოსურათი.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე