ვაკანსიის დეტალები

მოლარე-კონსულტანტი

Hopihop
თბილისი
ბოლო ვადა: 29.11.2026

Hopihop აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მოლარე-კონსულტანტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

თბილისი მოლში მდებარე Hopihop-ის საბავშვო სივრცე მოლარე-კონსულტანტს ეძებს.

თუ გსურს ბავშვებთან მუშაობა, მხიარულ და მეგობრულ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა!

ნახევარ განაკვეთი, კვირაში 21 საათი: კვირაში 5 დღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 17:30-დან 22:00-მდე;
შაბათ-კვირა დასვენების დღეებია;
ანაზღაურება: 600 ლარი.

რა იქნება შენი მოვალეობა?
  • მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
  • ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში;
  • პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება.

ვის ვეძებთ?
  • მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს;
  • სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი (ნახევარი განაკვეთი)", ან დაგვიკავშირდი ნომერზე: +995571969612.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე