Manamo Home აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
მოლარე-კონსულტანტი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
საოჯახო ტექსტილის კომპანია „Manamo Home“ - აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში
ვაკანტური ადგილები:
ვაკე
თბილისი მოლი
რას გთავაზობთ ჩვენ:
კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:
2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი;
პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
სალარო ოპერაციების შესრულება;
საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
დეტალებზე ორიენტირებულობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@manamohome.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი ვაკე ან მოლარე-კონსულტანტი თბილისი მოლი
გთხოვთ გაითვალისწინოთ: რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.