ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.
გადადგი პირველი კარიერული ნაბიჯები ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფთან ერთად - გაიარე ტრენინგები, შეიძინე პრაქტიკული ცოდნა და დაიწყე პროფესიული განვითარება ჩვენთან. გიზიარებთ ვაკანსიას, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, დასაქმდე სამუშაო გამოცდილების გარეშე.
ადგილმდებარეობა: ვაკე-საბურთალო, გლდანი-დიდუბე, ისანი-სამგორი
რას აკეთებს ჩვენთან მოლარე-ოპერატორი:
- მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ საბანკო ოპერაციებს: ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნა, ვალუტის გაცვლა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის ოპერაციების შესრულება ლიმიტის ფარგლებში;
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს კონსულტაციას უწევს საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ;
- მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს.