ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი - სამეგრელო-გურია
ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, ფოთი, სენაკი, მარტვილი, აბაშა
აღწერა
ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.
გადადგი პირველი კარიერული ნაბიჯები ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფთან ერთად - გაიარე ტრენინგები, შეიძინე პრაქტიკული ცოდნა და დაიწყე პროფესიული განვითარება ჩვენთან. გიზიარებთ ვაკანსიას, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, დასაქმდე სამუშაო გამოცდილების გარეშე.
რას აკეთებს ჩვენთან მოლარე-ოპერატორი:
- მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ საბანკო ოპერაციებს: ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნა, ვალუტის გაცვლა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის ოპერაციების შესრულება ლიმიტის ფარგლებში;
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს კონსულტაციას უწევს საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ;
- მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს.
გელოდებით, თუ:
- სიამოვნებას განიჭებს ადამიანებზე ზრუნვა;
- გსურს განვითარდე ფინანსურ სექტორში;
- ფიქრობ, რომ ხარ კომუნიკაბელური და გაქვს გაყიდვების უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი ან პროფესიული, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
შესარჩევი ეტაპები ტარდება ONLINE:
- გაცნობითი შეხვედრა;
- მოკლევადიანი თეორიული online სწავლება და შემდგომი პრაქტიკა (პრაქტიკა ქალაქისა/რეგიონის ჭრილში).
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ და კომფორტულ სამუშაო გარემოსა და ურთიერთობებს;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგებს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიური ბონუსი, გამომუშავებიდან გამომდნარე.