ყავის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
მომარაგების თანამშრომელი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
‘Coffee LAB - ყავის ლაბორატორია’ არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველოში Specialty ყავის წარმოება 2016 წელს დაიწყო. კომპანიას ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტი მწვანე ყავის მარცვალი შემოაქვს, ადგილზე ხალავს და პროდუქციას როგორც საცალო, ისე B2B მიმართულებით სთავაზობს მომხმარებლებს.
დღეს კომპანიაში 150-ზე მეტი თანამშრომელია.
Coffee LAB აერთიანებს 6 განსხვავებული კონცეფციის ფილიალს და 300-ზე მეტ B2B პარტნიორს, რომლებსაც ყავის მარცვალთან ერთად პროფესიონალურ ტექნიკას, ტრენინგსა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მომარაგების თანამშრომელი
ძირითადი მოვალეობები:
შესყიდვების წარმოება შეკვეთების მიხედვით;
საჭირო პროდუქციის ადგილზე მოძიება და შეძენა;
მომწოდებლებთან/ობიექტებთან გადაადგილება და კომუნიკაცია;
შეძენილი ნედლეულის თუ სხვა პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი;
შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება;
მარაგების ჩამოტვირთვა და ფილიალებში დროული მიწოდება/განთავსება;
საჭირო პროდუქციის მოძიების პროცესში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი გრძნობა;
აქტიურ და მოძრავ სამუშაო გარემოში მუშაობის სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
კვებას;
დაზღვევას;
კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ყავის ლაბორატორია“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.