ვაკანსიის დეტალები

მომმარაგებელი

ეარფუდი
ქუთაისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

ეარფუდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მომმარაგებელი — ქუთაისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

„ეარფუდი“ აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე.

ანაზღაურება და ბენეფიტები:
  • ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი
  • ბონუსი: 3-თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ, დაგემატებათ საბონუსე სისტემა;
  • კვება: თანამშრომლებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება;
  • ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას ქ. ქუთაისიდან აეროპორტამდე.

სამუშაო გრაფიკი:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • განრიგი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება და მითვლა დისტრიბუტორთან ერთად;
  • მიღებული პროდუქციის სწორი დასაწყობება;
  • საწყობის მოწესრიგება და არსებული სტანდარტების დაცვა;
  • მარაგების მუდმივი კონტროლი და საჭიროებისამებრ პროდუქციის შევსება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურობა
  • სწრაფ სამუშაო რეჟიმთან ადაპტაციის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@airfood.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება და გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე